სტეფ კარი ანანურის ეკლესიაზე: მარცხნივ 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა?

NBA-ის გუნდის – “დეტროიტ პისტონსის” ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია რუსეთის ტურისტულ ემბარგოს გამოეხმაურა – მან “ინსტაგრამზე” თავის “მიმდევრებს” მოუწოდა, რომ მოინახულონ საქართველო: “ყველა ჩემს “მიმდევარს”, NBA-ის ფანებს, მოგზაურებს, ღვინისა და კერძების მოყვარულებს… თქვენ, ყველა დაპატიჟებული ხართ საქართველოში, ამ ლამაზ და საოცარ ქვეყანაში”, – ფაჩულიას ამ პოსტს 7 ათასამდე მოწონება აქვს.
სხვადასხვა კომენტარიდან გამოვარჩევთ გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავის, სტეფ კარის კომენტარს: “მარცხნივ 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა?”, – იკითხა სტეფმა ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაზე. კომენტარებში ქართველი ფანები სტეფს საქართველოში ეპატიჟებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები