სოცქსელში გავრცელებულ ფოტოს. სადაც “იფქლის” პურზე მამაკაცი ფეხებით დგას კომპანია ეხმაურება

“იფქლის” პუ­რებ­ზე მდგო­მი მა­მა­კა­ცის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც ერთერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა, რასაც იფქლის კომპანია გამოეხმაურა მათი განცხადებით ფოტოზე არსებული ადამიანი არა არის მათი თანამშრომელი.

“მეგობრებო, გვინდა ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელებულ ამ ფოტოებს გამოვეხმაუროთ.

იფქლში მაღაზიებიდან ყოველდღიურად ვაბრუნებთ ათასობით ძველ, ე.წ. ჩამოწერილ პურს. ამ პროდუქციას ძალიან დაბალ ფასად, სამეურნეო მიზნებისთვის ვყიდით ფერმერებზე, რომლებსაც პროდუქცია საქონლისთვის ჩვენი ქარხნის ტერიტორიიდან თავად მიაქვთ.

ფოტოზე არსებული ადამიანი არ არის ჩვენი თანამშრომელი. ერთ-ერთი ფერმერია, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. რა ფორმით მიაწვდის ეს ადამიანი პროდუქციას თავის საქონელს, ნამდვილად სცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.

რა თქმა უნდა, ამ ფორმით მაღაზიებში ახალი პროდუქტის დისტრიბუცია არ ხდება. ამის ნახვა ადვილად შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიასთან, სადაც ჩვენი პროდუქცია შედის. პურები ჯერ პლასტმასის ყუთში იდება, ყუთები კი სპეციალურ „პადონებზე“ თავსდება წესის სრული დაცვით.

და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ჩვენი ქარხნის, წარმოების და დისტრიბუციის ჩვენება ყველასთვის გვეამაყება. ჩვენი კომპანიის კარი ყოველთვის ღიაა მედიის, მაკონტროლებელი ორგანოების და საზოგადოების რიგითი წარმომადგენლებისათვისაც კი. პურის დისტრიბუციას ამგვარად რომ ვახორციელებდეთ, არ მიგვიღებდა არც ერთი მაღაზია, დაგვიწერდნენ უამრავ ჯარიმას და იფქლი არ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია პურფუნთუშეულის წარმოებაში.
ყველას დიდ მადლობას გიხდით ინტერესისათვის.
#გულითგამომცხვარი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები