სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნესკომპანიები, სამოქალაქო სექტორი და მედია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 68) გაიმართა ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია, რომლის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა.“ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/ პარტნიორებთან/დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კლუბის შექმნის კონცეფცია, ფორმატი და სამოქმედო გეგმა. სოციალური პაუსისმგებლობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის, საჯარო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კლუბის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია. ღონისძიება ჩატარდა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები