სოფო ნიკოლაიშვილი ლევან ჩხაიძეს ბოდიშს უხდის-“დაჭრილიყავი რა იქნებოდა”

 

ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი გარდაცვლილ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს ბოდიშს უხდის.

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში უკრაინის ომის დროს ლევან ჩხაიძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი გაიხსენა.

“უკრაინაში ომი იყო, ჯაკო გავუშვი და ვუთხარი ტყვიების ზუზუნში სტენდაფი უნდა ჩამიწეროთქო, აი გაგანია ფრონტის ხაზზე უნდა დადგე და მაჩვენო რომ იქ დგეხარ ზუსტად, ომშითქო…

ვეხუმრებოდი რა თქმა უნდა. ჩამოიტანა სტენდაფი – ტყვიების ზუზუნში, ომის წინა ხაზზე, გახარებული ჩამოვიდა, უბედნიერესი იყო, ნახეო მითხრა, ვნახე – გულში მომეწონა-ვიამაყე…. ვუთხარი დაჭრილიყავი რა იქნებოდამეთქი, მგონი არ შემიქია…. ახლა გიხდი ბოდიშს ჯაკო რომ არ შეგაქე მაშინ, ძალიან რომ არ შეგაქე და ძალიან ბევრი მადლობა რომ არ გითხარი იმ ბრწყინვალე რეპორტაჟისთვის ფრონტის ხაზიდან…

ნიკუშა ნატროშვილზე გვეხვეწებოდა დავეხმაროთო, არ ვისმენდი… სამონტაჟოში შევესწარი როგორ ტიროდა ნიკუშას ამბავზე… ვიფიქრე ასეთი რა ხდება გავაკეთებინებ სიუჟეტსთქო… ნიკუშა გადარჩა-ნატროშვილი, ჯაკომ გადაარჩინა პერსონალურად! ასეთი ჩვენი ჯაკო,-წერს სოფო ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები