სკურჩას ტბაში 54-კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს (ფოტო)

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აძუჟბას მაცხოვრებლებმა ზღვაში 54-კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს. ამის შესახებ დეფაქტო აფხაზური მედია იუწყება.
მეთევზე დაურ კვირია: „იმ დღეს როგორც ყოველთვის, სკურჩას ტბის მხრიდან ზღვაში შევედით ბადის შესამოწმებლად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იყო დატოვებული. ბადეში ბევრი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო, ბოლოში კი, სადღაც 120-ე მეტრზე ამოვიდა ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ზუთხიც.“
მეთევზის თქმით, ნახევარმეტრიანი ზუთხი რეკორდსმენი არ არის. კვირაია ამბობს, რომ გაუგია შემთხვევები, როდესაც მეთევზეებს შავ ზღვაში ორას და სამას კილოგრამიანი თევზებიც დაუჭერიათ.
ასევე, როგორც ირკვევა, ამ მოზრდილი თევზის დასაგემოვნებლად 70-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ქეიფი ორი დღეს გაგრძელდა, თევზის ნაწილი ახლობლებსაც კი დაურიგეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები