სკოლის მოსწავლეებს ანიმაციური ფილმის ნაცვლად პორნოგრაფია აჩვენეს

ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში ანიმაციური ფილმის ჩვენება უნდა გამართულიყო, თუმცა, მოულოდნელად ფილმის ჩართვისას, ეკრანზე პორნოგრაფიული რეკლამა გამოჩნდა. ინფორმაციას „ metro.co.uk“ ავრცელებს.
სკოლაში, მცირეწლოვანი მოსწავლეებისთვის, ანიმაციური ფილმი „“Paddington Bear” უნდა ეჩვენებინათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ფილტრაციის პრობლემამ გამოიწვია, ასევე სკოლაში აღნიშნეს, რომ ანიმაციური ფილმი ინტერნეტის საშუალებით უნდა ეჩვენებინათ.
მომხდარ ფაქტს მოსწავლეების მშობლებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან და სკოლამ მინიმუმ წერილობითი გაფრთხილება უნდა მიიღოს.
ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ „ ჩვენ ვკითხეთ სკოლის თანამშრომლებს, უყურეს თუ არა წინასწარ ფილმს, მაგრამ მათ ფილმი არ ჰქონდათ ნანახი“.
მშობლების თქმით, სკოლის ადმინისტრაციას ბოდიში არ მოუხდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები