სკოლაში ბიჭებს “სახლის საქმეებს” შეასწავლიან

ესპანეთში მდებარე მონტეკასტელოს სკოლაში  დამატებითი გაკვეთილების სახით მოსწავლეებს იმ საქმეების გაკეთებას შეასწავლიან, რასაც, როგორც წესი, ქალბატონები სახლში ყოველდღიურად ასრულებენ. გაკვეთილებზე მოზარდები შეისწავლიან საჭმლის მომზადებას, კერვას, დაუთოებას, ელექტროობას, სანტექნიკასა და საოჯახო მეურნებისთვის საჭირო სხვა აქტივობებს.

გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროცესს, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეების მამებიც უძღვებიან.

როგორც პროექტის კოორდინატორი, გაბრიელ ბრავო აცხადებს, ასეთი გაკვეთილების მიზანი ისაა, რომ მოზარდებმა აქედანვე გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საოჯახო საქმეების გადანაწილება.

“მოზარდება საჭიროა, აქედანვე იცოდნენ, რომ ოჯახი შედგება ორი ადამიანისგან და მხოლოდ ქალი არ არის ვალდებული, დაალაგოს, დარეცხოს ჭურჭელი ან საჭმელი მოამზადოს. ვფიქრობთ, საჭიროა, რომ მოზარდები ადრეული ასაკიდანვე იყვნენ ამ საკითხებში გათვითცნობიერებულნი”.

სკოლაში საოჯახო საქმეების საგნად შეტანის მიზანი გენდერული უთანასწორობისა და სტერეოტიპების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც  საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის შესრულება მხოლოდ ქალების მოვალეობაა.


წყარო: studentinfo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები