“სისხლჩაქცევები აქვს და სისხლდენა არ უჩერდება” – პატარა დიმას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

საერო სკოლა “ლომისი 1” თავის მოსწავლესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მის დახმარებას სთხოვს:
“დღეს პატარა დიმა ეზიკიანს სჭირდება ჩვენი დახმარება.
დიმას მდგომარეობა არასახარბიელოა. ექიმები დიაგნოზს ვერ უდგენენ. აქამდე ჩატარებული მკურნალობაც უშედეგო აღმოჩნდა და ექიმები ოჯახს ურჩევენ, სასწრაფოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ექიმები თვლიან, რომ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს ( მინიმუმ, საჭიროა 120000 დოლარი ). ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რომ დიმა თურქეთში გადაიყვანონ.
დაავადება ასეთია: ტრომბოციტები საერთოდ დაუვარდა. მთელს სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და სისხლდენა არ უჩერდება ცხვირიდან. ექიმები რა დაავადებებსაც ვარაუდობდნენ, არცერთი არ აღმოჩნდა. ვერ უდგენენ დიაგნოზს და ვერც აჩერებენ პროცესს. არ იციან, რა გზას დაადგნენ. ატარებენ ექსპერიმენტებს.
ჩვენი თხოვნაა: ვისაც შეუძლია სისხლის მიცემა ბავშვისთვის, დავეხმაროთ. ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, სტაციონარში ხდება მისი გადასვლა. მსურველები დაუკავშირდით დიმას მამას
ნომერზე— 577004548. წაგიყვანთ საავადმყოფოში და მოგიყვანთ ისევ.
შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ დიმას.
ვისაც შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა: ილონას (დიმას დედის ) ანგარიშის ნომერია:
GE38BG0000000273272600″საქართველოს ბანკი”პ/ნ 01001003415 მიმღები ილონა იაკოვლევა.
ჩვენ ყველა ერთად, ყველაფერს შევძლებთ
გაავრცელეთ ინფორმაცია მაქსიმალურად
პ.ს. მარტივად რომ გადარიცხოთ ანგარიშის ნომერი კომენტარებშიც დევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები