სირიელი ამბოხებულები სელფის გადაღებისას ტელეფონში ჩამონტაჟებული ბომბით აფეთქდნენ (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც სირიაშია გადაღებული. მასზე ჩანან სირიელი ამბოხებულები, რომლებიც მობილური ტელეფონით სელფის გადაღებას აპირებენ. სწორედ ამ დროს ხდება აფეთქება. მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ მოწყობილობასთან იყო დაკავშირებული. კამერა, რომლითაც ეს ფაქტია დაფიქსირებული, წაიქცა, მაგრამ გადარჩა და გადაღებას განაგრძობს. აფეთქების შემდეგ ოთახში ხმები ისმის, ანუ სულ მცირე რამდენიმე ადმიანი ტერაქტის შედეგად გადარჩა.

დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Kdv-cFx9bl8&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები