“სიმშვიდით აიტანე ლანძღვა-გინება” – პეტრე კოლხი სტატუსს აქვეყნებს

პეტრე კოლხი პირად “ფეისბუქგვერდზე” სტატუსს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ურჩევს სიმშვიდით აიტანონ ლანძღვა-გინება.

”სიმშვიდით აიტანე ლანძღვა-გინება… ეს შენ არ გეხება, იმ გაბოროტებული ადამიანების წარმოდგენების შედეგია, ვისაც ყოველთვის სჭირდება გვერდით ყავდეს ისეთი, ვისი მისამართითაც გადმოანთხევს საკუთარ აგრესიას და სიძულვილს… განუკითხაობით და უსიყვარულობით სავსე გარემოში ადამიანობას და ღირსებას ნუ დაეძებ, ვერ იპოვნი… შენში შეინარჩუნე სიწმინდე, პატიოსნება და ღვთისადმი სწრაფვა… ფსიქიკა შერყეულ ადამიანებს ძნელია მოსთხოვა ობიექტური განსჯის უნარი… მათ რაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ, თვლიან, რომ არც ღვთისთვის არის მოსაწონი და ღმერთი მიკერძოებული შურისმაძიებელი ქმნილება ჰგონიათ… მთავარია ისე სუფთად იცხოვრო, ჭუჭყი და ტალახი არ მოგეცხოს… ამ ყველაფრის მერე თუ იმაზე ინერვიულე, კაციჭამიები რატომ გამორბიან შენსკენ ქვებით, შენი ბრალი იქნება, რადგან, ისინი ისედაც სულ ქვებით დარბიან!”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები