სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები – არ შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც თბილისში იყიდება

სოციალურ ქსელში ერთი-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა და ფოტომ საზოგადოების აღშოთება გამოიწვია.
როგორც მოქალაქე ნინო სახვაძე წერს, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელში დაინტერესდა სასალათეთი, რომლის შეძენაც სურდა, თუმცა მასზე არსებულმა წარწერამ, ისე შეაშფოთა, რომ ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.
“SOS!!!!! ეს მაღაზიაში გადავიღე, გაგიკვირდებათ, რა იყო აქ გადასაღები ან დასაპოსტი. ვინც ინგლისური იცით, აუცილებლად წაიკითხეთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, უნდა შეიძინოთ ეს ნივთი თუ არა. სამზარეულოს აქსესუარებში უდევთ, მეც ვიფიქრე, 3-4 ცალს ვიყიდი სასალათედ-თქო. აი, როდესაც წავიკითხე მისი შემადგენლობა, სასწრაფოდ სანიტარული სითხე წავისვი, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადაგითარგმნით, ვინც ვერ მიხვდით: “ის შეიძლება შეიცავდესს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით (როგორც ცნობილია) გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ”. – ეს არის ძირითადი შინაარსი. სამწუხაროა როდესაც მსგავსი ნაგავი გასაყიდად დევს, თან სამზარეულოს აქსესუარებში. ამ იარლიკის აცლის უფლება არ აქვთ, ვინც წაიკითხავს არ გაეკარება, ვინც არა – კისერიც გიტეხიათო რააა”, – წერს სახვაძე ფეისბუქში.

12191070_1217958631553458_4243644494767672601_n

კომენტარები

სხვა სიახლეები