სილვიო ბერლუსკონი ბავშვობაში ძროხებს წველიდა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი აგრძელებს აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პარტიის „წინ, იტალია“ ლიდერმა, იტალიელი სოფლის მეურნეობის მსხვილი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მეორე მსოფლიო ომის დროს, თავისი ბავშვობა გაიხსენა.
„მე თქვენნაირი ვარ. ომის დროს გლეხი ვიყავი. რვა წლის ვიყავი, როცა ძროხებს ვწველიდი და ამისთვის ანაზღაურებას – მაწონს ვიღებდი“.
იტალიის სასამართლოს დადგენილებების გამო, ბერლუსკონის ამ დროისთვის სახელმწიფო პოსტების დაკავება არ შეუძლია და ამიტომ პარლამენტში ადგილის დაკავების პრეტენზია თავად არა აქვს. თუმცა, ის თავისი პარტიის სახელით, ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ფაქტი სახეზეა – „წინ, იტალიას“ რეიტინგი იზრდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები