სიგარეტისთვის თავის დანებების მიზნით მამაკაცმა თავზე გალია დაიმონტაჟა (ფოტო)

სიგარეტზე დამოკიდებულება ინდივიდუალურია.
შესაბამისად, ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლების სხვადასხვა მეთოდები არსებობს – ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია, თუმცა იმ თერაპიის შესახებ, რომელიც თურქმა იბრაჰიმ იუცელმა შეიმუშავა, მედიცინას არასოდეს არაფერი სმენია.
26 წლის მანძილზე, მამაკაცი ყოველდღიურად 2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. ვინაიდან თანამედროვე პრეპარატები და მეთოდები ამ დამღუპველი ჩვევისგან გათავისუფლების 100%-იან გარანტიას არ იძლევიან, იბრაჰიმმა რადიკალურ ზომას მიმართა – მან მეტალის ბადისგან გალია დაამზადა და თავზე ჩამოიცვა.
იბრაჰიმი სამსახურში გალიით დადის და გალიის გასაღებს ცოლთან ტოვებს, რომ სულმა არ წასძლიოს და სიგარეტის მოსაწევად არ მოიხსნას. იბრაჰიმი საკვებსა და სასმელს საწრუპი ჩხირით მიირთმევს და გალიას მხოლოდ ღამით, ძილის წინ იხსნის.
თავზე გალიის ჩამოცმის იდეა მამაკაცს მას შემდეგ დაებადა, რაც მიხვდა, რომ მის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებების არსებული მეთოდები სუსტი იყო და რაღაც განსხვავებული უნდა მოეფიქრებინა, რათა, მამის მსგავსად, ფილტვების კიბოთი არ დაღუპულიყო.
მავნე ჩვევისგან გათავისუფლების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ იბრაჰიმმა მარჯვენა ხელიც დაიზიანა, რათა ნებაყოფლობითი ტყვეობისგან თავის დახსნა ვერ მოეხერხებინა.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები