სვანური დარიგება შვილს

სვანური დარიგება შვილს:

პური ყველას აჭამე შვილო, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ.

გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა.

თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში. შენზე ძლიერის წინაშე კი, არასდროს გაბედო მუხლზე დადგომა.

გახსოვდეს შვილო, სიტყვა “ადამიანი” ზოგჯერ “ღვთის ხატის” მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ “ცხოველის ხატისა” კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამ ქვეყნიდან.

ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე. ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე, ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი, ისევ ცოტა დაიტოვე.

ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს ვარიდებთ მათ, ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე შვილო, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა.

წყარო: https://www.facebook

კომენტარები

სხვა სიახლეები