სექსუალური განათლების შეტანა სკოლებში არის ფუნდამენტური აუცილებლობა – ნათია ფანჯიკიძე

 ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ოზურგეთში მომხდარ სუიციდის ფაქტს ეხმაურება.
ჩვენი სხეული ჩვენს შესარცხვენად არ გამოდგება გოგოებო, ჯერ თვითონ უნდა გავიგოთ ეს. ჩვენი სურვილები არაბუნებრივი არ არის და არც გარყვნილია, ის ფუნდამენტური აუცილებლობაა საიმისოდ, რომ ამ მახინჯი კაცობრიობის გამრავლებაზე რამენირად ზიზღის გარეშე განვაცხადოთ თანხმობა, ჩვენი სხეული შევიყვაროთ, რომ ბაღლინჯოებივით საზიზღარი მუტანტები არ დავყაროთ, არამედ ადამიანები დავბადოთ. ეს ბიჭიც ამ მახინჯი, მოძალადე საზოგადოების მსხვერპლია, ქალის სექსუალობა ქალის თვითმკვლელობასთან, სირცხვილთან და სიკვდილთან კავშირში რომ აქვს წარმოსახული და აღტაცებულია ისტორიულ მითებში თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ქალის “სიკვდილით გაპატიოსნების” გამო. სექსუალური განათლების შეტანა სკოლებში არის ფუნდამენტური აუცილებლობა. უამრავი პრობლემა იქნება თავიდან არიდებული ამით. ფერიცვალებას კი არ გილოცავ, ფერიცვალებას გისურვებ სიხხლისმსმელო მოდგმავ, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე რომ მოინდომე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, 16 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.16 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. ის მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები