სერიალი “სამშობლო” მერვე სეზონით დასრულდება

სერიალი “სამშობლო” ჯერ არ გამოსული მერვე სეზონით დასრულდება. ამის შესახებ პორტალი “Variety” ქერი მეტისონის როლის შემსულებელ მსახიობზე, კლერ დეინსზე, დაყდრნობით წერს.

“ჩვენ კიდევ ერთი სეზონი გვაქვს, რის შემდეგაც დავასრულებთ ისტორიას”, – ამბობს მსახიობი. ბევრი თვლის რომ მეშვიდე სეზონი, რომელიც 2018 წლის 29 აპრილს დასრულდება, ფინალური იქნება.

სერიალმა “სამშობლომ” 2011 წელს 10 ემის ჯილდო მიიღო, მათ შორის როგორც საუკეთესო დრამატულმა სერიალმა. ამის მიუხედავად ყოველწლიურად სერიალის რეიტინგი იკლებს. თუ კი 6 სეზონის ყოველ სერიას ამერიკულ საკაბელო ტელევიზიაზე 1,4 მილიონი ადამიანი უყურებდა მე-7 სეზონს 1,25 მილიონი ადამიანი უყურებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები