საქართველოში ცნობილი ჰიტის – Happy-ს ავტორი და შემსრულებელი – ფარელ უილიამსი ჩამოდის

საქართველოში მცხოვრებ მელომანებს წელს უამრავი მუსიკალური ოცნება აუხდება. დიდი ვარსკვლავების – რობი უილიამსის, MAROON 5-ის, ლორენ ჰილის, ქუინსი ჯონსის, კრის ბრაუნის და სხვა შემსრულებლების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კიდევ ერთი მეგა ვარსკვლავი ეწვევა. საუბარია ყველასთვის ცნობილი ჰიტის Happy-ს ავტორზე და შემსრულებელზე, ასევე მუსიკალურ პროდიუსერზე – ფარელ უილიამსზე. ამ ინფორმაციას რადიო „ფორტუნა“ ავრცელებს.

„ფორტუნას“ ცნობით, ფარელ უილიამსი საქართველოში ივლისში საკუთარი შოუთი ჩამოდის. კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მაგრამ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კონცერტით გაიხსნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში აშენებული Black Sea Arena. ეს გახლავთ უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ათი ათასამდე ადამიანს იტევს. მისი ინფრასტრუქტურა და აპარატურა, რომელიც არენაზეა დამონტაჟებული, მსოფლიოში ნებისმიერი სირთულის შოუს გამასპინძლებას გაუმკლავდება“, – წერს „ფორტუნა“.

ცნობილია, რომ რადგანაც ფარელ უილიამსის კონცერტი სახელმწიფოს მიერ არ იქნება ორგანიზებული, ბილეთების ფასებიც სხვა კონცერტებთან შედარებით მაღალი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები