სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი გუშინდელ ავარიაზე: პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა

414 ბრიგადის ექიმი მარიამ ლაგვილავა გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ წერს, რომლის შედეგადაც 11 წლის გოგონა გარდაიცვალა.
“წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება….
-დედა,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის…
-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ…
-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს… -პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი,უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით…
-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა…
-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა…
– ცრემლი პატრულის თვალზე… ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა… 414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება…
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები