სასიხარულო ამბავი – ევა ბარბაქაძე გასავლელად ემზადება (ფოტო)

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფეხზე დადგომას ცდილობს. აღნიშნულის ამსახველი ფოტო გადაცემა „ექიმების“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
გვერდის ინფორმაციით, ევა უკვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციას გადის და სიარულისთვის ემზადება.
„ძალიან სასიხარულო ამბავი – ევა უკვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციას გადის და ფეხზე დადგომას ცდილობს. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის, მისი მონდომების და ძალის დამსახურებაა!
როგორც იცით, ევას მძიმე ტრავმების გამო რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჯერ კიდევ ესაჭიროება ხანგრძლივი რეაბლიტაცია, რომ კვლავ მოახერხოს სიარული და განაგრძოს ცეკვა“,- წერია „ექიმების“ ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში ყველა ადამიანს შეუძლია კვლავ გადარიცხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა ევას დასახმარებლად, ანგარიშებზე:
“მაგთის”, “ჯეოსელის” და “ბილაინის” აბონენტებისთვის – 0901701100, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
ბანკი „რესპუბლიკა“: GE39BR0000010929691997
„საქართველოს ბანკი“: GE57BG0000000642055200
TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
მიმღები: შორენა ბეგაშვილი

13346868_534540970004275_9113289744420586625_n

კომენტარები

სხვა სიახლეები