სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალი გაუპატიურებისთვის მიმზიდველი არ იყო

 როგორც გამოცემა Guardian წერს იტალიის სასამართლომ მოძალადე მსხვერპლის „არამიმზიდველობის” გამო გაამართლა.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქ ანკონას მოსახლეობა აღაშფოთა და 200-მდე ადამიანმა სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. გამოცემის ცნობით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ მსხვერპლს ზედმეტად კაცური გარეგნობა აქვს იმისთვის, რომ მასზე ვინმეს ეძალადა.

აქციის მონაწილეებმა განაჩენის გადახედვა მოითხოვეს. 2017 წლის საქმეზე გადაწყვეტილება 8 მარტს გამოქვეყნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები