“სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვითიზოლაციაშია

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვითიზოლაციაშია, ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“კოსტას, უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.
მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღეს (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.
ამჟამად ბევრად უკეთესადაა
 ოჯახის სხვა წევრები კარგად ვართ, მათ შორის, ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.
სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო
კამპანიას მხოლოდ ონლაინრეჟიმში გავაგრძელებ
31-ში უნდა მოვიგოთ”, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები