სამღვდელოების განათლება კრიტიკას ვერ უძლებს – იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

“სამღვდელოების განათლება კრიტიკას ვერ უძლებს, საეკლესიო სასწავლო დაწესებულებებში სწავლების დონე დაბალია. სამრევლო ცხოვრებაში გავრცელებულია ბერების თაყვანისცემა, მაგიზმი, შემაძრწუნებელი უვიცობა, ხშირად ისტერიულობამდე მისული: ამ მხრივ საკმარისია „ბიომეტრიულ მოწმობებთან“ დაკავშირებული აჟიოტაჟი გავიხსენოთ.
ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ავტორიტეტისა და საზოგადოებაზე რეალური გავლენის მოპოვებას, თუკი ეკლესიის სულიერი და სოციალური ცხოვრების მთელი სისავსით მოვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას. ეს კი შეუძლებელია ზემოთ ნახსენები საეკლესიო პრობლემების მოგვარების გარეშე. თუ არ დავიწყებთ მათ მოგვარებას, ჩვენს განზრახვებს სერიოზულად არავინ მოეკიდება, რადგან ისინი მხოლოდ სიტყვებად დარჩება, რომლებიც უკვე ყველას მობეზრებული აქვს.
ამიტომ სანამ ყველგან შეშვებას მოვითხოვდეთ, ჯერ საკუთარ თავში უნდა გავარკვიოთ და საკუთარ წიაღში მოვაგვაროთ პრობლემების მთელი წყება და, ბოლოს და ბოლოს, დავიწყოთ რეალური საქმის კეთება – თუნდაც ჯერ მხოლოდ იმ საშუალებებისა და ძალების გამოყენებით, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ეკლესია ღირსეულად გამოიყურებოდეს, რომ ჩვენ, მისი წევრები, განსაკუთრებით სასულიერო პირები, თავად არ ვახდენდეთ ეკლესიის დისკრედიტაციას.”

იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

კომენტარები

სხვა სიახლეები