გიორგი ვარდოსანიძის აღიარება: სალომესთან დაშორება მძიმედ გადავიტანე…

მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ჟურნალ “სარკესთან” თავისი ცხოვრების და სალომე ჭაჭუასთან დაშორების შესახებ ისაუბრა. გიორგიმ ინტერვიუში აღიარა, რომ არასდროს სჯეროდა სიტყვა დეპრესიის, მაგრამ, მართლაც, გამოიარა მძიმე მომენტები, რამაც გაზარდა და რაღაცები გადააფასებინა. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა მისი ცხოვრების მძიმე მომენტები სალომე ჭაჭუასთან დაშორებას, გიორგიმ უპასუხა:
„ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა, ბევრი რამ გადამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არაა სირცხვილი“, – ამბობს მსახიობი. გიორგი ასევე ამბობს, რომ მათი წყვილი პირველი არაა, ვინც დაშორდა – „სალომეს ძალიან ვაფასებ, ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით. ყოველდღე – არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს…“
გიორგი ჟურნალთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ახლა მისი გული თავისუფალია და შეყვარებული არ ჰყავს. მსახიობი სახლის აშენებაზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ ამ სურვილს ოდესმე აიხდენს…

კომენტარები

სხვა სიახლეები