სამეფო ქორწილი 2018: პრინცმა უილიამმა დაადასტურა, რომ მისი ძმის და მეგან მარკლის ქორწილში მეჯვარე იქნება

პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, პრინც უილიამს სთხოვა გახდეს მისი მეჯვარე სამეფო ქორწილის დროს, რომელიც 19 მაისს შედგება.
პრინც ჰარის და მეგან მარკლის სამეფო საქორწინო ცერემონიალი უინძორში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ კენსინგტონის სასახლემ ტვიტერის მეშვეობით ოფიციალურად დაადასტურა. პრინცმა უილიამმა, რომელსაც ორშაბათს მესამე შვილი შეეძინა, განაცხადა, რომ მისთვის ამ მოვალეობის შესრულება და უმცროსი ძმის გვერდით ამ დიდ დღეს დგომა, საპატიო მისიაა.
კენსინგტონის სასახლის განცხადებაში ნათქვამია: „პრინცმა ჰარიმ სთხოვა თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს, გახდეს მისი მეჯვარე მისი და მეგან მარკლის ქორწილის დროს. კემბრიჯის ჰერცოგისთვის დიდი პატივი იყო ამ თხოვნის მიღება. ის ელის იმ დღეს, როდესაც მიეცემა შესაძლებლობა, რომ იყოს ძმის გვერდით მისი საქორწინო ცერემონიალის დროს. ცერემონიალი უინძორში, სენტ ჯორჯის ტაძარში, 19 მაისს გაიმართება.“
აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარი იყო თავისი ძმის მეჯვარე მის სამეფო ქორწილში, როდესაც უილიამმა ჯვარი ქეით მიდლტონზე დაიწერა.

კომენტარები

სხვა სიახლეები