სამების ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ქადაგების შემდეგ ილია მეორე ტაშითა და შეძახილებით “გვიყვარხარ” გააცილა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგების დასრულების შემდეგ ტაშითა და შეძახილებით “გვიყვარხარ” გააცილა.
ტაძრის ეზოში პატრიარქის მხარდასაჭერად მორწმუნეები იყვნენ შეკრებილი. ილია მეორემ დილიდან სამების ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიდეოს “პალიტრანიუსი” ავრცელებს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები