სალომე გოგიაშვილი – სკოლებში დადის აფერისტი, რომელიც თავს რეჟისორად ასაღებს

სალომე გოგიაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, საიდანაც ირკვევა, რომ სკოლებში დადის აფერისტი, რომელიც თავს რეჟისორად ასაღებს, ბავშვებს ფილმის გადასაღებად კასტინგზე იბარებს და მშობლებს მათ მოსამზადებლად 300 ლარს სთხოვს.

„მშობლებო, ვისაც კერძო სკოლებში დაგყავთ, ბავშვები, დადის ჯგუფი, რომელიც ვითომ ფილმისთვის არჩევს ბავშვებს. არ მოტყუვდეთ და კარგად გაიგეთ ჯერ, ვინ იღებს, ისე ნუ გადაუხდით აფერისტებს ფულს, წარმატებები!.“

სალომე გოგიაშვილს მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით:

მინდა, ყველა მშობელი გავაფრთხილო, რომ არის ადამიანი, რომელიც დადის კერძო სკოლებში. ბავშვებს არჩევს, კასტინგზე იბარებს და მშობლებს ვითომდა მათ მოსამზადებლად 300 ლარს სთხოვს.

ეს არის ცნობილი ხრიკი. ჩემმა მაზლმა მომიყვა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომ 90-იან წლებში მოსკოვში, ცნობილ მსახიობებს იყენებდნენ, მათი სახელით მოქმედებდნენ, დადიოდნენ სკოლებში, ბავშვებს არჩევდნენ და მერე მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ფილმში გადასაღებად მომზადება სჭირდებოდათ, ამისთვის ფულს ართმევდნენ. როგორც ჩანს, იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც.

ჩვენს სკოლაშიც, რომელიც ვაკეშია, გამოჩნდა ერთი ბიჭი და კინოში გადასაღებად აარჩია ციბუკა. ეჭვი არ შემიტანია, არა იმიტომ, რომ გადასარევია ჩემი შვილი, უბრალოს, ვიფიქრე, რომ გარეგნობის გამო შეარჩევდნენ. იმ დღეს მაშო არ იყო. საღამოს დამირეკეს ამ რეჟისორის სახელით და მითხრეს, რომ არა მარტო ციბუკა, არამედ მაშოც აარჩიეს. დავეჭვდი, მაშო საერთოდ არ იყო იმ დღეს სკოლაში და სად ნახავდნენ-მეთქი და ვიკითხე, ვინ იღებდა ფილმს. აგრესიულად მიპასუხეს, რომ ამას ვერ მეტყოდნენ. ვერ გავიგე, მშობელს არ აქვს უფლება, გაიგოს, ვინ არის ფილმის რეჟისორი. მაგალითისთვის ვამბობ, იქნებ, პორნოს იღებს და არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა მონაწილეობა მიიღოს?!. დამიკიდეს ყურმილი.

გადავრეკე, ვინც კი მსახიობი მყავს სანაცნობოში, სტუდიებში. არავინ არაფერი იცის ამ ფილმის შესახებ. თუკი ვიღაცას უნდა ფილმის გადაღება, რეჟისორის სახელსა და გვარს რატომ არ მეუბნებიან?

ამიტომაც ჩემი სკოლიდან ყველა მშობელი გავაფრთხილე, რომ არ წასულიყვნენ ამ კასტინგზე. რამდენიმე მაინც წავიდა, დაბრუნდნენ მშობლებია და თქვეს, რომ თანხა მოსთხოვეს.

გადავწყვიტე ამის საჯაროდ გამხელა, რომ სხვა სკოლებშიც იგივე არ განმეორდეს. ვიღაცისთვის ეს 300 ლარი ბევრი ფულია და შეიძლება მოიკლოს იმისთვის, რომ შვილს გული არ დასწყვიტოს. ფინანსურადაც დაზარალდება და ისედაც დასწყება გული. გავიგე, რომ ვარკეთილშიც ყოფილან კერძო სკოლაში. არ მინდა, რომ ვინმე ასეთ ფინანსურ მახეში გაეხვიოს.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები