სად და რომელ ბიბლიოთეკას შეუძლია, ყველაზე დიდი სიმშვიდე მოგვანიჭოს (ვიდეო)

ყველაზე დამამშვიდებელი ბიბლიოთეკის შენობა ჩინეთში განსაცვიფრებლად ერწყმის ოკეანეს.
გადატვირთულ სამყაროში ეს არის უნიკალური ადგილი სიმშვიდის მოსაპოვებლად. როგორც BBC-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, შენობის არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შენობის ადგილს ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია და მთავარი ამოსავალი წერტილია.
“არქიტექტურას შეუძლია, გააერთიანოს ადამიანის ცხოვრება, არსებობა მიწის განსაკუთრებულ ნაწილთან. სამშენებლო ადგილი ყოველთვის ამოსავალი წერტილია”.

ჩინეთის სანაპიროზე მდებარე ეს ბიბლიოთეკა შეიქმნა მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც ფანტასტიკურად ერწყმის გარემოს. როგორც მისი დიზაინერი ამბობს – ”ეს არის არქიტექტურის ძალა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები