სად გადის ზღვარი ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის (ფოტოკოლაჟი)

ბოლო პერიოდის განმავლობაში, უფროდაუფრო ხშირად გვესმის ტერმინი “სექსუალური შევიწროება”, რომელიც ახალი სულაც არ არის. იგი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა, ხოლო, თავად ქმედება, რასაც იგი აღწერს, ათასწლეულებია, არსებობს. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს, ან ღირსებას ულახავს. თუმცა, საინტერესოა, სად გადის ზღვარი სექსუალურ შევიწროებასა და უბრალოდ ფლირტს შორის. ამ საკითხზე მსჯელობისას, მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ტერმინი “სექსუალური შევიწროება” რეალურად არ არსებობს. სხვა მოსაზრებით, “სექსუალური შევიწროების” აღქმა ზედმეტად სუბიექტურია და ადამიანის ემოციურ აღქმის დონესთან არის კავშირში. თუმცა, ფაქტია, “სექსუალური შევიწროება” ნამდვილად არსებობს და ამას ათასობით ქალის ისტორია მოწმობს. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, ამ საკითხზე საუბრები გააქტიურდა. საქართველოში კი ჯერ კიდევ “ახალი ხილია” და, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, ჯერ კიდევ რთულად აღსაქმელი და გასააზრებელია. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა განსხვავებაა ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის, რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები