სად ატარებს ლალი მოროშკინას შვილი რომანტიკულ თაფლობის თვეს

სიმპათიური წყვილი, სანდრო ჩაგანავა და ლალი ჯავახაძე ახლახან დაქორწინდნენ. სანდრო ლალი მოროშკინას უფროსი ვაჟი გახლავთ. 8 ნოემბერს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

სანამ ქორწილი გაიმართებოდა, ლალიმ სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა საზოგადოებას, რომ ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მისი შვილი დაოჯახებას აპირებდა.

ისე მოხდა, რომ სანდროს დედისა და მეუღლის სახელებიც დაემთხვა და პროფესიებიც, ლალი ჯავახაძეც ჟურნალისტი გახლავთ, თუმცა ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორია.

წყვილში 250 ადამიანი იყო დაპატიჟებული და ყველაფერმა ძალიან მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. სუფრას გივი სიხარულიძე უძღვებოდა, ქორწილის ორგანიზება საკუთარ თავზე ლალი მოროშკინამ აიღო.

ქორწილის მეორე დღეს სანდრო და ლალი თაფლობის თვის გასატარებლად მარადიულ ქალაქში, რომში გაფრინდნენ. წყვილმა უკვე გამოაქვეყნა მოგზაურობის ამსახველი ფოტოები, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები