საგარეო საქმეთა მინისტრს ცოლის ეროვნება დაავიწყდა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯერემი ჰანტს პეკინში ვიზიტისას, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცოლის წარმომავლობა შეეშალა და განაცხადა, რომ ის იაპონელი იყო. თუმცა, მან შეცდომა მალევე გამოასწორა და ბოდიშიც მოიხადა. როგორც მან შემდგომში აღნიშნა, მეუღლე ჩინელი ჰყავს და მისი შვილები ნახევრად ჩინელები არიან.
ცნობისათვის, ჯერემი ჰანტი და მისი მეუღლე 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები