სააკაშვილი: ჩემმა დიდმა ბებიამ სტალინი გადაარჩინა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისმა დიდმა ბებიამ იოსებ სტალინი გადაარჩინა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე  დაწერა.
“ჩემი დიდი ბებია თამარა მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმებისგან. როგორ გაჰყავდა ის ხელჩაკიდებული მამამისის, მდიდარი მეწარმის სახლიდან. სტალინმა კი მის ოჯახს, სიკეთისთვის, ქონების კონფისკაციით, მამამისისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამასთან, კავკასიის პარტიულ ბოსთან ერთად, ბელადის გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად იმყოფებოდა სტალინთან და სიტუაცია, რომელსაც ის აღწერდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ნაჩვენებია ფილმში”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები