სააკაშვილის სასიყვარულო ისტორიები და მისი ფავორიტი ქალები – „როსიას“ ეთერში სკანდალური რეპორტაჟი გავიდა (ვიდეო)

რუსული ტელეკომპანია „როსიას“ ეთერში ოდესის გუბერნატორზე და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასიყვარულო ისტორიებზე და მის ფავორიტ ქალებზე.

რუსმა ჟურნალისტებმა ინტერვიუები ჩაწერეს ქართველ პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან, მათ შორის – გია ხუხაშვილთან, პეტრე მამრაძესთან, ლალი მოროშკინასთან, დიტო ჩუბინიძესთან, ირაკლი მამალაძესთან. რესპონდენტები ოდესის გუბერნატორის სასიყვარულო ისტორიებზე საუბრობენ. მათი თქმით, სააკაშვილის ფავორიტები ხშირ შემთხვევაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე ინიშნებოდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო: ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე – ვერა ქობალიაზე, რომლის სამუშაო სტაჟი კანადაში მშობლების თონით შემოიფარგლებოდა, – და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე – ნინო კალანდაძეზე, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე თვითმფრინავის ბორტგამცილებლად მუშაობდა.

სკანდალურ სიუჟეტში სააკაშვილის ყოფილ საყვარლებს შორის ასევე ასახელებენ ტელეწამყვან ალანა გაგლოევას, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, მომღერალ ავანა მელაის, ასევე არასრულწლოვან ტრანსსექსუალს ალექსია ჩერენასს, რომლის „მომსახურებით“ სააკაშვილმა თითქოს აშშ-ში ყოფნის დროს ისარგებლა. სიუჟეტის ანონსში მითითებულია, რომ მისი ჩვენება აშშ-სა და უკრაინაში აკრძალულია.

https://www.youtube.com/watch?v=o2smXmXqsoM&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები