კიბოს ახალი პრეპარატი, რომელმაც პაციენტს 12 კვირაში 70 სასიკვდილო სიმსივნური წარმონაქმნი გაუქრო

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იან ბრუქს, რომელიც კიბოს აგრესიული ფორმით იყო დაავადებული ექიმებმა მხოლოდ 1 კვირის სიცოცხლის ვადა მისცეს. მას სხეულზე 70 სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა და ექიმებმა უთხრეს, რომ უკვე ამოწურეს მკურნალობის ყველა მეთოდი.

მიუხედავად ამისა 47 წლის ბატონ ბრუქსმა ,,სრულ რემისიას’’ მიაღწია და ის პირველი პაციენტია აშშ ფარგლებს გარეთ, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატით უმკურნალეს.
სურათზე ჩანს თუ როგორ მოედო ,,ნონ-ჰოჯკინის’’ ლიმფომა მთელს სხეულს. მაგრამ მეორე სურათზე, რომელიც მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგაა გადაღებული ლიმფომის ნიშნები არ არსებობს და ეს ყველაფერი ახალი ამერიკული პრეპარატ Brentuximab Vedotin -ით მკურნალობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პრეპარატით მკურნალობის შემდეგ ყველა სისმსივნური არე აღმოიფხვრა. მუქი ლაქები რომელიც სურათზეა აღბეჭდილი მხოლოდ თირკმლების და საშარდე ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მიანიშნებს.
პრეპარატმა კლინიკური გამოცდა მანჩესტერის The Christie Hospital-ში წარმატებით გაიარა და უკვე ხელმისაწვდობია სხვა დაავადებულებისათვის.

ბატონ ბრუქს დიაგნოზი პირველად 2001 წელს დაუსვევს და პირველად მკურნალობას კარგად დაექვემდებარა. მას ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, მაგრამ 2008 წელს სიმსივნე მის ორგანიზმში ისევ დაბრუნდა, ამჯერად კიბომ აგრესიული ფორმა მიიღო და მთელ ორგანიზმში გავრცელდა.
მისცეს რა სიცოცხლის მხოლოდ 1 კვირიანი ვადა, მან, როგორც მოხალისემ, მონაწილეობა მიიღო პრეპარატის სამედიცინო გამოცდაში. ,, მე ვიცოდი, რომ რადიკალური რამ მესაჭიროებოდა იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი,’’-განაცხადა პაციენტმა.

გაუმჯობესების ნიშნები უკვე 24 საათში გახდა ნათელი და ,, Christie’’-ს ევროპის უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრის და ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ გაშუქების შემდგომი სურათები იხილეს.
12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა პაციენტის სხეულში სიმსივნური წარმონაქმნები ვერ იპოვეს და ეხლა ის ,,სრულ რემისიაშია’’.
ექიმმა ადამ გიბმა განაცხადა ,, პრეპარატის სამკურნალოდ გამოყენება სწრაფად უნდა დავიწყოთ და მას საკმაოდ მცირე უკუჩვენება აქვს’’.

წყარო – life.mediamall.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები