რუსმა ფეხბურთელებმა მაღალჩინოსანი და ჟურნალისტის მძღოლი სასტიკად სცემეს (ვიდეო)

„ზენიტის“ და „კრასნოდარის“ მოთამაშეებმა, ალექსანდრე კოკორინმა და პაველ მამაევმა რუსეთის „პირველი არხის“ წამყვანის, ოლგა უშაკოვას მძღოლი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სცემეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი ინციდენტი მოსკოვში, სასტუმრო „პეკინთან“ მოხდა. მძღოლი სასტუმროსთან გაჩერებულ „მერსედესში“ იჯდა და წამყვანს ელოდებოდა. ამ დროს, ხუთმა ნასვამმა მამაკაცმა გზის სავალ ნაწილზე ხულიგნობა დაიწყო, რის გამოც ჟურნალისტის მძღოლმა მათ შენიშვნა მისცა. მამაკაცი მანქანიდან გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს. მას ცხვირის მოტეხილობა და თავის შიდა ქალის ტრავმა აქვს.
ინციდენტის შემდეგ, კოკორინმა და მამაევმა, მეგობრებთან ერთად, სხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ერთ საათში კონფლიქტი დენის პაკთან მოუვიდათ, რომელიც მრეწველობის სფეროს სამინისტროში მუშაობს. სავარაუდოდ, ფეხბურთელმა კოკორინმა მას, შენიშვნის გამო, თავში სკამი ჩაარტყა. აღნიშნული იმ კაფის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სადაც ინციდენტი მოხდა. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ, ფეხბურთელების მეგობრები ვიდეო ჩანაწერის გამოსყიდვას ცდილობდნენ, თუმცა პერსონალმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ფეხბურთელების მიერ ორივე დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. ინციდენტს ნეგატიურად გამოეხმაურა კრემლის ისტებლიშმენტიც.
ფეხბურთელებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მომხდარი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მათი საფეხბურთო კლუბები, ორივესთან კონტრაქტების გაწყვეტას ფიქრობენ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

 

კომენტარები

სხვა სიახლეები