რატომ სცემა ხელვაჩაურში დედამთილმა რძალი აკვნის ჯოხით (ვიდეო)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დედა-შვილი გაასამართლეს.
ხელვაჩაურის სასამართლომ ქმარს ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ჩარტყმისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დედამთილს კი რძლის აკვნის ჯოხით ცემისთვის 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შემთხვევა 1 წლის წინ მოხდა. როგორც დედამთილი მაგული ფუტკარაძე “იმედთან” საუბარში ამბობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მუდმივად ხდებოდა კონფლიქტი. ამ ბოლო შემთხვევაში კი, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა, დაპირისპირება თავიდან დედამთილსა და რძლის დას შორის დაიწყო. საბოლოოდ, ჩხუბში ფუტკარაძის შვილიც ჩაერთო. როგორც მაგული ფუტკარაძე ამბობს, ის თავის დაცვას ცდილობდა და ამისთვის აკვნიდან ჯოხი გამოაძრო, რომელიც რძალს მოხვდა.
ჩხუბის დროს ქმარმა ცოლსა და მის დას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ფუტკარაძის თქმით, ის თავად ჩავიდა პოლიციის სამმართველეოში და მომხდარი ჩხუბის შესახებ განაცხადა, ასევე თქვა, რომ “ასეთ რძალი აღარ უნდოდა”.
პროკურატურამ საქმის გამოძიება დედა-შვილს ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი. მუხლი გულისხმობს ქალზე ბავშვების თანდასწრებით ძალადობას. თუმცა ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია, რომ დანაშაული ბავშვების თანდასწრებით არ მომხდარა, რადგან გაირკვა, რომ ჩხუბის დროს ბავშვებს ეძინათ. შესაბამისად, მოსამართლემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და ბრალდებული დედა-შვილი სსკ-ის 126-ე პრიმა ერთი მუხლის “დ“ და „ე“ პუნქტებით გაასამართლა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სტატია “გაზეთმა ბათუმელებმა” გაავრცელა.
https://imedinews.ge
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები