რუსთავში, დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
დედის განცხადებით, მან, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ნარკოტიკი ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა 112-ში დარეკვა მოასწრო, სადაც განაცხადა, რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს, ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. მისამართზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები