რუსთავში გოგონა ფოტოს გადაღების დროს, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე, გოგონა ჭაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფორუსთავი” ავრცელებს. ახალგაზრდები ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ და ამავდროულად,ფოტოს იღებდნენ. ამ დროს ერთ-ერთ გოგონას საკანალიზაციო ჭაში ფეხი ჩაუვარდა. აღსანიშნავია, რომ ჭას სახურავი ეხურა, თუმცა მის გარშემო ასფალტი დაზიანებულია და საკმაოდ ღრმა ორმოა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გოგონა მსუბუქად დაშავდა, თუმცა აღნიშნულ პერიმეტრზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები