“როცა წვიმს ქართველი კაცები ქოლგას რატომ არ იჭერთ ხელში?” – დავით მესხიშვილი ქართველი კაცისა და ქოლგის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე რომში გადაღებულ ფოტოს აქყვეყნებს სადაც ის ქოლგით არის აღბეჭდილი და ამასთან დაკავშირებით ამბავს იხსენებს:

“ეს ფოტო ერთ ამბავს მახსენებს. ერთი იტალიელი მეგობარი მყავს, 7 წელი იცხოვრა საქართველოში და ამ 7 წლის განმავლობაში სულ მეკითხებოდა: როცა წვიმს ქართველი კაცები ქოლგას რატომ არ იჭერთ ხელში? წვიმაში მარტო მე რატომ დავდივარ ქოლგით?
ვერაფერი ვერ ვუპასუხე, ეს კითხვა არც არასდროს გამჩენია თავში. თავსხმა წვიმაში ქართველ კაცს ქოლგა არ უნდა ეჭიროს და ეს იმდენად ბუნებრივია ჩვენ რეალობაში, რომ ქოლგიან კაცს თვალსაც კი აყოლებენ (“რამ გააგიჟას” თვალებით) რაღაცნაირად “კაცურ პონტში” ტეხავდა, არ ვიცი ვინ მოიგონა ეს და რატომ.
ბევრ რამეში ნახა ჩვენი ტრადიციულობა (სუფრა, ჩოხა, ფოლკლორი, ღვინო) და იფიქრა, ალბათ ქართველთა ტრადიციებს ეწინააღმდეგება ქოლგის ტარებაო. უამრავჯერ გაგვივლია ერთად თბილისის ქუჩებში, თავსხმა წვიმაში, ის ყოველთვის ქოლგით, მე არაფრით! გალუმპული მივყვებოდი და აღარც მთავაზობდა ქოლგას, ემანდ შემთხვევით, რამე შეურაცხყოფა არ მივაყენო მის ტრადიციებსო.
ჰოდა გავბედე! მართალია ჯერ რომში, მაგრამ წინსვლა სახეზეა!
I did it Stefano!”. – წერს მესხიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები