“როცა ყოველი წამი ძვირფასია”: ოთარ ჩრდილელი – რა მოხდა ხანძრისას თბილისში (ვიდეო)

თბილისში ხანძარი გაჩნდა. 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე სახანძრო ბრიგადები რამდენიმე წუთში მივიდნენ. თუმცა, ქუჩაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი ავტომანქანები ისე ჰყავდათ გაჩერებული, რომ მეხანძრე-მაშველებს დანიშნულების ადგილზე მისვლა გაუჭირდათ, არადა „ამ დროს ყოველი წუთი ძვირფასია“.
მიუხედავად ამისა, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად, საოჯახო ნივთები დაიწვა.
გახოკიძის ქუჩაზე შექმნილი ვითარება სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა გაავრცელა.
ამასთან, დეპუტატმა ვიდეოს მიმართვა – „როცა ყოველი წამი ძვირფასია“ დაურთო, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„როცა-ყოველი წამი ძვირფასია
სამი წინაღობა დახვდა, დაწყდა მაშველები ნერვიულობით, ვერ გაეტია სახანძრო და ნუ მიყრით ამ მანქანებს!
მთავარია 2-3 უპასუხისმგებლო, მოქალაქემ დააყენა მანქანა-შუა გზაზე და გაიქცა!
სირცხვილია ხალხო, როცა ადამიანთა ასოციალურ ჯგუფს-მოქალაქეობრივი პოზიცია არ გააჩნია!
ყველაფერზე მთავრობას, პარლამენტს, პოზიცია-ოპოზიციას, მერიას, გუბერნატორს ნუ შევახოცავთ ხელს, ჩვენ-ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა “, – წერს ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები