“რომ არა ორი პატრული, ეს საღამო შეიძლება ცუდად დამმახსოვრებოდა” – ახალგაზრდა გოგო “კომენდანტის საათზე” და სამართალდამცავებზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და “კომენდანტის საათზე” პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას სამართალდამცავები ძალიან დაეხმარნენ:

„გუშინ საღამოს საკმაოდ არასასიამოვნო და სახიფათო ინციდენტი შემემთხვა, რამაც მომცა იმის რწმენა, რომ არანაირი კორონა აღარ შემაშინებს და არის კორონაზე უფრო საშიში შემთხვევები რამაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს. ეს საღამო საკმაოდ ცუდად შეიძლებოდა დამმახსოვრებოდა, მაგრამ ორი პატრულის წყალობით, რომლებმაც ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინეს ჩემს მიმართ და ძალიან გამამხნევეს ჩემი სახიფათო საღამო სრულიად დადებითად აქციეს. მათი წყალობით 3 აპრილი ჩემთვის ცუდი ასოციაციის ნაცვლად გამოიწვევს დადებით და ადამიანებში რწმენის ასოციაციას! მადლობა მათ დახმარებისთვის“, – წერს ახალგაზრდა გოგო, რომელიც პატრულთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

არსებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებლის საჯარო მადლობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პატრულმა ის შინ უვნებლად მიიყვანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები