რომელი პროფესია და რა ტიპის სამუშაო გარემო შეგეფერებათ თქვენი დაბადების წლიდან გამომდინარე

იაპონიასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში სამსახურში აყვანისას, დიდი ყურადღება ექცევა კადრების ასტროლოგიურ შერჩევას. ამასთან ერთად, ამა თუ იმ თანამშრომელს მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით კი არა წლის მაჩვენებლების მიხედვითაც უტარებენ შემოწმებას.
ასე მაგალითად ვირთხის წელში დაბადებულებს საფინანსო-საბუღალტრო სფეროში აქვთ წარმატება. თუმცა, ვირთხა ცოტა აგრესიული და ასოციალური ინდივიდია და ჯობია, იზოლირებული გარემო გამოუყოთ სამუშაოს შესასრულებლად.
რაც შეეხება ხარს, თავისი ბუნებით, ის ხალხის ლიდერი და ორგანიზატორია, ამასთან, საოცრად სამართლიანი და მშრომელი. შესაბამისად, ხარი შეგიძლიათ ნებისმიერი რგოლის ლიდერად მოიაზროთ.
ვეფხვი სამსახურის მასხარაა, უყვარს ყველას გაპამპულება. თუმცა, მაღალ თანამდებობაზე მისი დანიშნვა არ ღირს, საშინლად აგრესიული და მკაცრი გახდება.
კატა-კურდღელი დიპლომატიურობითა და ორგანიზებულობით გამოირჩევა. წყნარად და გეგმიურად ასრულებს თავის სამუშაოს.
დრაკონი სიტყვის კაცი და სამართლიანი ადამიანია. თანამშრომელი დრაკონი მუდამ დაეხმარება სხვებს. ამასთან ერთად, ამას არ გააკეთებს გამორჩენის გამო ან შექების მისაღებად.
გველი კულისებს მიღმა თამაში უყვარს. იგი დიპლომატიური და ძალიან ფრთხილი თანამშრომელი იქნება. არასოდეს მისცემს თავს სხვის საქმეებში ჩარევის უფლებას. თუმცა საჭიროებისამებრ, ოსტატურად გაუფუჭებს საქმეს იმას, ვისზეც გული აიცრუა.
ცხენის წელში დაბადებული თანამშრომელი კომპანიის სული და გულია. მას ყოველთვის ნახავთ მოღიმარს და შესანიშნავ განწყობაზე. კარგი გუნდური მოთამაშეა.
თხებს უყვართ სამსახურის თავის მეორე სახლად გადაქცევა, ამიტომ კოლეგა თხები ყოველთვის ფლობენ ყავისა და ტკბილეულობის განუსაზღვრელ მარაგს კოლეგების გასამასპინძლებლად.
მაიმუნი ერთი შეხედვით მეგობრული, თუმცა ზედაპირული თანამშრომელია. ყოველთვის უჭირავს თვალი უკეთეს თანამდებობაზე.
მამალი ამაყი, საკმაოდ ამბიციური თანამშრომელია. ყოველთვის მზადაა კოლეგების დასახმარებლად, თუმცა ამ უკანასკნელებმა აუცილებლად უნდა გადაუხადონ მას მადლობა საყოველთაო მადლიერებით.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

სხვა სიახლეები