რომელია მსოფლიოს საუკეთესო ნუდისტური პლაჟები (ფოტოკოლაჟი)

ცნობილმა მსოფლიო ინტერნეტ-რესურსმა TripAdvisor-მა პლანეტის საუკეთესო ნუდისტური პლიაჟების სია გამოაქვეყნა. ეს სია ამავე ინტერნეტ-რესურსის რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის შედგენილი და რეკომენდატორების მიერ, სხვადასხვა კურორტული ლოკაციების აღწერას წარმოადგენს.
1. Patara, თურქეთიპლაჟი სახელწოდებით Patara, თურქულ რივიერაზე მდებარეობს და არაოფიციალურ ნუდისტურ პლაჟს წარმოადგენს. ერთ-ერთი იქ ნამყოფი დამსვენებელის განმარტებით, მთავარი ტურისტული ლოკაციიდან 30-40 წუთის მოშორებით იპოვით ადგილს, სადაც ადამიანები შიშვლდებიან და ისე ისვენებენ.


2. Cap d’Agde ( საფრანგეთი)ეს სანაპირო ნამდვილი სოფლის განაპირას მდებარეობს. დაახლოებით ერთი მილის სიგრძის პლაჟზე, ვიზიტორებს გაშიშვლება შეუძლიათ. ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ იქ გამართული წვეულებები ნამდვილი სიგიჟეა. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


3. Little Banana beach -სკიატოსი, საბერძნეთი

არაოფიციალური ნუდისტური სანაპირო, კუნძულ სკიატოსზე მდებარეობს და ვიზიტორებს არ უჩივის. ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ეს პლაჟი შესანიშნავია რუჯის შიშვლად მისაღებად. თუმცა თავისი პოპულარობის გამო, ის საკმაოდ ხალხმრავალ ადგილად იქცა.


4. Buhne 16 – გერმანია
გერმანიის ეს ნუდისტური პლაჟი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და სავსეა შეზლონგებით, რომლებზეც შეგიძლიათ ტანსაცმლის გარეშე გაირუჯოთ. ერთ-ერთმა ვიზიტორმა მისი შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს ადგილი არ არის გადაჭედილი და ზედმეტად მშვიდიც კია.


5. Red Beach – კრეტა

თუკი ამ პლიაჟზე მოხვდებით, აუცილებლად უნდა დაიფაროთ სხეული მზისგან დამცავი კრემით, რადგან მზე იმდენად მცხუნვარეა, ადვილად შეიძლება მზისგან დამწვრობა მიიღოთ.


6. Valalta Beach – ხორვატია

ვალალტას პლაჟი ნატურალისტების ბანაკთან მდებარეობს, რომელიც 1968 წელს დაფუძნდა. ადამიანები აქ არამხოლოდ გასარუჯად დადიან, აქ შეკრებები, საღამოს კი გასართობი ღონისძიებებიც იმართება. როგორც აღმოჩნდა, საღამოობით აქ ტრადიცაა ტანსაცმლის ჩაცმა.


7. Es Tren – მაიორკაკუნძულის სამხრეთით მდებარეობს და შესანიშნავი საცურაო ლოკაციაა. ერთ-ერთი ვიზიტორის აზრით, ეს საუკეთესო ნუდისტური პლაჟია მსოფლიოში.


8. Plage de Tahiti – საფრანგეთიერთ-ერთი ყველაზე ძვირი ადგილი, რადგან ფრანგულ რივიერაზე მდებარეობს. ის ბრიჯიტ ბარდოს და ერთ-ერთი ქალთა ორგანიზაციის მიერ 1950 წლებშია დაფუძნებული.


 

კომენტარები

სხვა სიახლეები