როგორ ჟღერს ჯერი სკოტის “მოპარული “თბილისო” ინგლისურად (ვიდეო)

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა “იუთუბზე” რამდენიმე დღის წინ ატვირთულ ვიდეოს, სადაც ლეგენდარული კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სიმღერის “თბილისოს” მელოდია და ინგლისური ტექსტი ჟღერს.

სიმღერას “დარჩი ჩემთან” (stay with me) მომღერალი ჯერი სკოტი ასრულებს. როგორც ირკვევა, ინგლისური ანალოგი 1982 წელს შეიქმნა. ვიდეოს კომენტარებში ქართველი მომხმარებლები პლაგიატის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღშფოთებულ კომენტარებს წერენ.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძემ “თბილისო” 1959 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმისთვის შექმნა. ტექსტის ავტორი კი პეტრე გრუზინსკია.

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები