როგორ მოიქცა მამაკაცი, რომელიც ორგაზმს ვერ აღწევდა (ფოტოკოლაჟი+18)

ბენმა, რომელიც “ინსტაგრამზე” ცნობილია The Naked Professor-ის (შიშველი პროფესორი) მეტსახელით, ბრიტანულ დილის შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც მოყვა, თუ რატომ შიშვლდება საჯარო ადგილებში და იღებს ფოტოებს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი დიდი ხანია ვერ აღწევს ორგაზმს და ფოტოები ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი კომპლექსებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

ბენის განმარტებით, მან უმანკოება 18 წლის ასაკში დაკარგა და მაშინვე აღმოაჩინა, რომ ორგაზმს ვერ აღწევდა. ის ცდილობდა გამკლავებოდა ამ მოვლენას, დაიდიოდა ექიმებთან, ჰიპნოზის სეანსებზე, მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო.

შედეგად, ბენი დაკომპლექსდა და საკუთარი სხეულის მიღება არ შეეძლო. მან საკმაოდ ორიგინალური ხერხი გამონახა ამასთან საბრძოლველად. იგი ფოტოებს ღირსშესანიშნაობების ფონზე იღებს და “ინსტაგრამზე” აქვეყნებს.

“მე დავიწყე თავისუფლების და საკუთარი სისუტეების მიღება, ვფიქრობ, რომ ყველას სირთულე და პრობლემა, რასაც ცხოვრებაში ვაწყდები, მომავალში ჩვენი წარმატების საფუძველია”, – ამბობს ბენი.
როგორც თვითონ აღნიშნავს, ცდილობს არავინ ჩააგდოს უხერხულ მდგომარეობაში და უცნობი ადამიანების თანდასწრებით არ შიშვლდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები