როგორ მოიპარეს მძარცველებმა 32 წამში სალვადორ დალის ნახატი(ვიდეო)

სან-ფრანცისკოს ხელოვნების გალერეადან  ცნობილი ესპანელი გენიალური მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსის და სკულპტორის – სალვადორ დალის ცნობილი ნახატი “ჟირაფი ცეცხლში” მძარცველებმა 32 წამში მოიპარეს. გალერეა სალვადორ დალის ნამუშევრებს მასპინძლობს, ეს ნახატი კი ყურადღების მისაქცევად ვიტრინაში იყო გამოფენილი. ფაქტის ამსახველ კადრებს ტელეარხი abcnews ავრცელებს.

გალერეის დირექტორის თქმით, ერთმა მძარცველმა თანამშრომელს ყურადღება გადაატანინა, სანამ მეორე 20 000 დოლარის ღირებულების ნახატს მოიპარავდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები