როგორ დაეხმარა უცნობი ქართველი კაცი მოხუცს, რომელსაც ცალი ფეხი არ აქვს – ემოციური ისტორია

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი უანგაროდ გაკეთებული სიკეთის შესახებ წერს.
პოსტიდან ირკვევა, თუ როგორ დაეხმარა მისი მეგობარი მოხუცს, რომელსაც ერთ-ერთი ქვედა კიდური არ ჰქონდა, პროთეზის გაკეთებაში.
“ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე და მიუყვებოდა თავის გზას, როდესაც დასავლეთის ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩვენმა შეძლებულმა, უმაგრესმა მეგობარმა. ის ადგილი, სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ეს ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროთეზო კლინიკაში მიიყვანა, პროთეზი უნდა ვაჩუქოო. კლინიკაში ექიმი, ჯერ ხომ ამ ჩემი მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა, შემდეგ ამ ექიმმა ასეთი დახმარება რომ დაინახა, ფულს მეც არ ავიღებო და ბაბუს პროთეზს უფასოდ გავუკეთებ, ჩვენი საერთო საჩუქარი იყოსო, მაგარი ქართველი კაცები.
ბაბუ გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით, ხომ ეტყობა თვალებში, რასაც გრძნობდა ეს უსაყვარლესი კაცი.
იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთო. ეს საქართველოა, სადაც სიკეთეს ჩუმად აკეთებენ …….აწი ივლის ბაბუ ფეხგამართული. მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში ერთი ქართველი ბაბუ და მისი ამბავი, როგორ დაეხმარა სრულად უცნობი ქართველი კაცი…. ერთი პატარა ამბავი მოგიყევით, მეტი არაფერი”, – წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები