როგორ განასახიერებდა მეგან მარკლი დედოფალს (ვიდეო)

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ელისაბედ მეორის და ამერიკელი მსახიობის შეხვედრა – ბედისწერაა. სერიალ “ფორსმაჟორის” გმირი ძალიან სწრაფად ითვისებს პრინცის მომავალი მეუღლის იმიჯს, თითქოს ამისთვის მთელი ცხოვრება იყო მზად.

ინტერნეტში ლამაზმანის ბავშვობის ვიდეო ვრცელდება, სადაც პატარა მეგანი ინგლისის დედოფალს განასახიერებს. კადრები 1990 წლით თარიღდება. მარკლი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით იხსენებს: “სცენას ვთამაშობდით, რომელსაც “მისი სამეფო უდიდებულესობა” ერქვა. მთავარი ვარსკვლავი მეგანი გახლდათ. ახლა ეს ვიდეო ირონიულ მნიშვნელობას იძენს.”

წყარო:okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები