როგორ გამოიყურება “რუსთავი2-ის” ახალი დირექტორის კაბინეტი და ვისი პორტრეტი უმშვენებს კედელს (ფოტო)

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. პაატა სალია უკვე შეუდგა მუშაობას. სოცქსელში კი ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სალიას კაბინეტში ნიკა გვარამიას პორტრეტი კიდია.
“ასე გამოიყურება პაატა სალიასთვის გათავისუფლებული კაბინეტი “რუსთავი2″-ის ოფისში”, – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ევროსასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ, საფუძველზეც “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად დაუბრუნდა, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დაინიშნა პაატა სალია არხის გენერალურ დირექტორად.

კომენტარები

სხვა სიახლეები