როგორ აღმოჩნდა ე.წ სტეპლერის ტყვია ხინკალში-რას აცხადებს კომპანიის დირექტორი (ფოტო)

კომპანია “კამის” მიერ წარმოებულ ხინკალში ე.წ სტეპლერის ტყვია აღმოჩნდა. ასაწონ პროდუქტში საკანცელარიო ნივთი, მწარმოებელი კომპანიის ერთგულმა მომხმარებელმა ნინო გაბრიჭიძემ იპოვა. საკვები პროდუქტი კი მან ბაგებში მდებარე სუპერმარკეტ “ზღაპარში” შეიძინა. პატარისთვის სავახშმოდ მომზადებულ პროდუქტში კი ე.წ სტეპლერის ტყვია აღმოაჩინა.
“ზღაპარში” ვიყიდე ასაწონი ხინკალი. ძალიან მიყვარს და სულ ვყიდულობ. რას ვიფიქრებდი ასეთი რამე თუ მე შემემთხვეოდა. მსგავს ფაქტებზე ყოველთვის მეღიმებოდა, მეგონა თავად მომხმარებლები იგონებდნენ, თუმცა ამ ფაქტის შემსწრე მე თავად გავხდი. კიდევ კარგი დროულად შევამჩნიე. პატარას უნდა ეჭამა და ის რომ გადასცდენოდა, არც ვიცი რა მოხდებოდა. კომპანიასაც და თავად გამსაღებლებსაც მეტი ყურადღება მართებთ, რათა ასეთი შემთხვევები თავიდან იქამდე აიცილონ, სანამ მას მომხმარებელი შეიძენს. ჩვენ ღმერთმა გადავარჩინა ნამდვილად,- განაცხადა გაბრიჭიძემ “კვირა+” საუბრისას.
მუშაობს თუ არა სანიტარული ნორმების დაცვით საწარმო და როგორ აღმოჩნდა საკვებ პროდუქტში ე.წ სტეპლერის ტყვია, ამ კითხვებით “კვირა +” ხინკლების მწარმოებელი კომპანია “კამის” ხელმძღვანელს დაუკავშირდა. თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელმა კობა თაყაძემ ფაქტის გამო მწუხარება გამოხატა, თუმცა მის ნამდვილობაში ეჭვი მაინც შეიტანა.
აქვე, საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა საკვებ პროდუქტში მომხმარებელს საკანცელარიო ნივთი ეპოვა. მან გარკვეული პასუხისმგებლობა მომხდარზე გამყიდველს დააკისრა.
“ჩვენს საწამოში სანიტარული ნორმები აბსოლუტურად დაცულია, თუმცა მანც გეტყვით, როგორ აღმოჩნდებოდა. მაღაზიებში გასანაწილებელი ხინკლების შეფუთვა სტეპლერით ხდება და ალბათ გამყიდველმა, რომ ჩაყარა, სპეციალურ სათავსოში, სტეპლერიც ჩააყოლა. ფარშში არ იქნებოდა, გამორიცხულია. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საკვები პროდუქტის შეფუთვის მსგავსი პრინციპი შევცვალეთ. ალბათ ძველი შეფუთვიდან შემორჩა. თუ მსგავსი რამ არსებობდა, ჩათვალეთ, რომ მე მას გამოვასწორებ,-განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები