როგორი სიმღერით უნდა წარსდგეს საქართველო “ევროვიზიის” სცენაზე? – მამულიჩა ინიციატივით გამოდის

პროდიუსერი კახა მამულაშვილი(მამულჩა) “ევროვიზიასთან” დაკავშირებით “ფეისბუქში” ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სიმღერით უნდა წარსდგეს საქართველო ევროპელი მსმენელის წინაშე, ინიციატივით გამოდის.

“მე მგონი კველაზე ძალიან ის აინტერესებთ ნინა სუბლატი მართლა დაიჭირეს თუ არა კოკაინზე? უხერხულია, გეყოთ, ნუ ავრცელებთ ამ ცრუ ინფორმაციას!!!!

ძალიან კაი გამოსვლა ქონდა, კაი პერფომანსი, იმსახურებდა 5-ში მოხვედრას……

ევროვიზიაზე 10-ში მოხვედრა უკვე შეიძლება ჩაითვალოს კარგ შედეგად….

მაგრამ მარტო კაი სიმღერა და შესრულება არაააა საკმარისი მოიგო ეს კონკურსი, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიზირებულია….

სამწუხაროდ…არც ლაიქების მიხედვით არ განისაზღვრება ამ კონკურსის შედეგი …

ძალიან ხანგრძლივი და მძიმე უნდა გაწიოს სტაფმა და არა მარტო, მთავრობამაც და ჩვენ ყველამ მაგისთვის…მესმის, რომ ურთულესი მისიაა.

მთავრობა, ბიზნესი, ყველა უნდა ჩაერთოს და ყველანაირი კონტაქტები გამოიყენოს რამე შედეგს მივაღწიოთ, ანუ 5-ში მოვხვდეთ.

ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ვერც დიასპორების რაოდენობით და სიძლიერით დავიკვეხნით.

მაინც ვფიქრობ, რო გამოცდილება გვაქ ამ კონკურსში მონაწილეობით და მეტი ზუსტი დასკვნების გამოტანა გვჭირდება, უნდა ვიმუშაოთ მეტი იმ ქვეყნებთან, ვინც საერთოდ არ გვაძლევს ქულებს, რო რამე ქულა მაინც წამოვიღოთ.

სულ ამ ევროპის გინებაში ვართ ყოველ წელს და ნუღარ მივიღებთ მაშინ მონაწილეობას და აღარც ნერვები მოგვეშლება.

მთავარია საქართველო ღირსეულად წარსდგა ამ კონკურსში.

პ.ს.

ისე დასაკარგი არაფერი გვაქვს, მაინც კაი სარეკლამო საშუალებაა ეს კონკურსი და იქნებ ვცადოთ ქართული ფოლკი გავიტანოთ, ქართულად ვიმღეროთ..ჩვენი რა მიდის”, – წერს მამულიჩა.

კომენტარები

სხვა სიახლეები